Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი

© Sputnik / STRINGERექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი მნიშვნელოვანი რამ: ეს საშუალება არ კლავს ვირუსს, არამედ მხოლოდ ამცირებს მისი გავრცელების რისკს.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. გერმანიაში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ პროფილაქტიკის ისეთ მარტივ მეთოდს, როგორიც სითხით პირის ღრუს გამოვლებაა, COVID-19-ით ინფიცირების რისკის შემცირება შეუძლია. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის რურის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
მსოფლიოში პირველად: კორონავირუსის რუსული ვაქცინა დარეგისტრირდა – პუტინი

სამეცნიერო ექსპერიმენტი განხორციელდა ბოხუმში რურის უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო ვირუსოლოგიის კვლევითი ჯგუფის ექსპერტების გუნდის მიერ მეცნიერებთან ერთად სხვა ქალაქებიდან – იენიდან, ულმიდან, დუისბურგ-ესენიდან, ნიურნბერგიდან და ბრემენიდან.

პროექტის შედეგები დასაფიქრებელია: მან აჩვენა, რომ ვირუსის Sars-Cov-2 უჯრედები „მწყობრიდან გამოდის“ პირის ღრუს სავლები სითხეების გამო.

ექსპერიმენტი ამგვარად ჩატარდა: მკვლევარებმა შეისწავლეს და დატესტეს პირის ღრუს სავლები სხვადასხვა შემადგენლობის მქონე რვა სითხე. რვავე გერმანიის აფთიაქებში იყიდება. ექსპერტები თითოეულ სითხეს უმატებდნენ Sars-Cov-2-ის ვირუსულ ნაწილაკებს, შემდეგ კარგად ურევდნენ 30 წამის განმავლობაში.

გამოირკვა, რომ ყველა პირის ღრუს სავლები სითხე სხვადასხვა ხარისხით ამცირებდა ვირუსის საწყის ტიტრს. საინტერესოა, რომ როდესაც „გამოვლება“ ხდებოდა არა ერთხელ, არამედ ზედიზედ სამჯერ, ტიტრი იმდენად მცირდებოდა, რომ ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელი იყო.

კვლევის ავტორები, ამასთან, განმარტავენ, რომ დატესტილი პირის ღრუს გამოსავლები სითხეები ვირუსს არ კლავს, არამედ მხოლოდ ამცირებს მისი გავრცელების რისკს.

ყველა ახალი ამბავი
0