მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მასმედია: ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად პენტაგონი სამუშაო ჯგუფს შექმნის

© photo: Sputnik / July Khachatryanამოუცნობი ობიექტი ცაზე
ამოუცნობი ობიექტი ცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად არაერთხელ შეიქმნა სხვადასხვა დონის სამუშაო ჯგუფები.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფის შექმნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად, რომლებსაც სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები აწყდებიან ხოლმე, იუწყება CNN სამხედრო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით.

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა - სენსაციური მასალა>>

„თავდაცვის მინისტრის მოადგილე დევიდ ნორკვისტი უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ოფიციალურად იქნება წარდგენილი უახლოეს დღეებში“, – აღნიშნავს ტელეარხი.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - Sputnik საქართველო
საუკეთესო ბოლო 40 წლის მანძილზე: ქვეყნდება „მფრინავი თეფშის“ ახლოდან გადაღებული ფოტოები

CNN-ის ცნობით, ივლისში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში, სადაც არ გამორიცხეს, რომ ეს ობიექტები, შესაძლოა, დედამიწაზე იყოს დამზადებული და „პოტენციური მოწინააღმდეგის“ მიერ დასაზვერად გამოიყენებოდეს.

აპრილის ბოლოს პენტაგონმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია „ამოუცნობი მოვლენები“. უწყების მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი არასაიდუმლო ვიდეორგოლიდან ერთ-ერთი გადაღებულია 2004 წლის ნოემბერში, ორი დანარჩენი კი 2015 წლის იანვარში. სამივე 2007-2017 წლებში მოხვდა ინტერნეტ-სივრცეში პენტაგონის სანქციის გარეშე. მათი ავთენტურობა აღიარებულია სამხედრო-საზღვაო ძალებში. მოგვიანებით სამხედროებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე ანგარიში, რომლებშიც პილოტები 2013 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე ამოუცნობ საფრენ ობიექტებთან შეხვედრაზე საუბრობენ.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - Sputnik საქართველო
„მეტეორი გვესროლა როგორც იქნა...“- აჭარიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ვრცელდება

ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბევრი საინტერესო რამაა ცნობილი 1947 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის თაობაზე და არ გამორიცხა, რომ აქამდე საიდუმლო ინფორმაცია ამ ინციდენტზე შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. სხვადასხვა წყაროებში პოპულარობით სარგებლობს ვერსია, რომ ობიექტი, რომელიც ქალაქ როზუელის მახლობლად ჩამოვარდა, იყო არამიწიერი ხომალდი, მისი პილოტი კი – უცხოპლანეტელი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ დაიჭირა და გაასაიდუმლოა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალური პოზიციის თანახმად, როზუელში აღმოჩენილი ობიექტი არის მეტეოზონდი, გამოყენებული საიდუმლო პროგრამის ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0