თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პოლონეთის სოფელ იასტროვოს მცხოვრებმა მამაკაცმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს გადაუღო ფოტოები, რომლებიც, უფოლოგების თქმით, საუკეთესოა ბოლო 40 წლის განმავლობაში გადაღებულებს შორის, იუწყება The Mirror.
გამოცემის ინფორმაციით, სურათების ავტორმა ანონიმად დარჩენა ისურვა, რათა თანასოფლელებს გიჟად არ შეერაცხათ. მაგრამ ფოტოები იმდენად კარგი ხარისხის აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებს მფრინავი ობიექტის დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა.
Photos of UFO hovering over forest 'best flying saucer sleuth has seen in 40 years'
— English News 🏴 (@English14755403) June 28, 2020
Philip Mantle says the sighting of the UFO in Poland has left him 'baffled' and an ex-RAF photo expert says they are genuine pic.twitter.com/kAKaSaY1Ga
როგორც მამაკაცი ამბობს, ის ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც რაღაც უცნაური ხმა შემოესმა. მან უკან მიიხედა და ტყის თავზე პირამიდის ფორმის ობიექტი შენიშნა. მამაკაცმა ხუთი ფოტოს გადაღება მოასწრო, შემდეგ კი ობიექტი გაუჩინარდა.
ირკვევა, რომ ავტორმა სურათები უფოლოგ რობერტ ბერნატოვიჩს გადასცა, მან კი ფილიპ მენტლს მიაწოდა — უცნობი მფრინავი ობიექტების ბრიტანეთის კვლევითი ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს.
Photos of UFO hovering over forest 'best flying saucer sleuth has seen in 40 years'https://t.co/GVAXopKRx1 pic.twitter.com/32OIUdhnKY
— dada (@dadababako1966) June 29, 2020
მენტლის თქმით, პოლონეთის სოფელში გადაღებული ეს ფოტოები საუკეთესოა მათ შორის, რომელიც კი უნახავს ბოლო 40 წლის განმავლობაში და ამასთან ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი ნამდვილია.
მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ჯეისონ გლივიც.
„გაოგნებული ვარ ფოტოების მაღალი ხარისხით. როგორც ჩანს, ობიექტი დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში მოძრაობდა დედამიწიდან დაახლოებით 45-60 მეტრის სიმაღლეზე“, — ამბობს გლივი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პენტაგონმა გამოაქვეყნა სამხედრო თვითმფრინავებიდან გადაღებული სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც „ამოუცნობი მოვლენებია“ ასახული. ჩანაწერებში ჩანს მფრინავი ობიექტები, რომლებიც არც ერთ „დედამიწურ“ საჰაერო ხომალდს არ ჰგავს.