უწყების ცნობით, ერთ-ერთი ვიდეო 2004 წლის ნოემბერშია გადაღებული, ხოლო ორი – 2015 წლის იანვარში. თითოეული მათგანი პენტაგონისგან დაუკითხავად ინტერნეტში 2017 წელს გავრცელდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი აქამდე ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
„თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ამ ვიდეოჩანაწერებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო ეს კადრები რეალური თუ არა. კადრებზე ნაჩვენებ ობიექტებს ახლაც აქვს მინიჭებული კლასიფიკაცია „დაუდგენელი“, – წერია პენტაგონის განცხადებაში.