23:16 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
172 0 0

სამართალდამცველებმა გაქცეული მოზარდები, რომლებსაც იარაღის გადაგდება მოესწროთ, მალევე იპოვეს ვერტმფრენისა და პოლიციის ძაღლის დახმარებით.

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. აშშ-ის პოლიციამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოში (ფლორიდა) მდებარე მამულის ტერიტორიაზე სამი მოზარდი დააკავა, რომლებსაც ზურგჩანთაში იარაღი და 14 ვაზნა აღმოაჩნდათ, იუწყება სააგენტო AP News.

​გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები პრეზიდენტის მამულში მაშინ მოხვდნენ, როდესაც პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.

ირკვევა, რომ გასული კვირის ბოლოს პოლიციელებმა მარ-ა-ლაგოდან სამ კილომეტრში გაჩერებულ ავტომობილში სამი 15 წლის ბიჭი შენიშნეს, რომლებიც მათი დანახვისთანავე გაქცევას შეეცადნენ. მაგრამ მათ პოლიციის სხვა ავტომობილმა გადაუღობა გზა, რის შემდეგაც ბიჭები მანქანიდან გადახტნენ, მარ-ა-ლაგოს ღობეზე გადაძვრნენ და მიმალვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ვერტმფრენისა და პოლიციის ძაღლის მეშვეობით მალევე იპოვეს მოზარდები, თუმცა მათ უკვე მოესწროთ ზურგჩანთის გადაგდება, რომელშიც კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 და 14 ვაზნა ელაგა.

„ბიჭებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად ამოყვეს თავი... გაუმართლათ, რომ მამულში იმ მომენტში პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, თორემ მოზარდებს საიდუმლო სამსახურის შეიარაღებულ აგენტებთან მოუწევდათ შეხვედრა“, — აღნიშნა პალმ–ბიჩის პოლიციის წარმომადგენელმა მაიკლ ოგროდნიკმა.

ამ დროისათვის მოზარდები დაკავებული არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები