თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. აშშ-ის პოლიციამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოში (ფლორიდა) მდებარე მამულის ტერიტორიაზე სამი მოზარდი დააკავა, რომლებსაც ზურგჩანთაში იარაღი და 14 ვაზნა აღმოაჩნდათ, იუწყება სააგენტო AP News.
BREAKING: Three teenagers fleeing police while carrying a semiautomatic gun in a backpack jumped a wall at President Donald Trump's Mar-a-Lago resort, but probably didn't know that's where they were, authorities said Wednesday. https://t.co/E7Rr127e0t
— Miami Herald (@MiamiHerald) August 5, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები პრეზიდენტის მამულში მაშინ მოხვდნენ, როდესაც პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.
ირკვევა, რომ გასული კვირის ბოლოს პოლიციელებმა მარ-ა-ლაგოდან სამ კილომეტრში გაჩერებულ ავტომობილში სამი 15 წლის ბიჭი შენიშნეს, რომლებიც მათი დანახვისთანავე გაქცევას შეეცადნენ. მაგრამ მათ პოლიციის სხვა ავტომობილმა გადაუღობა გზა, რის შემდეგაც ბიჭები მანქანიდან გადახტნენ, მარ-ა-ლაგოს ღობეზე გადაძვრნენ და მიმალვა სცადეს.
სამართალდამცველებმა ვერტმფრენისა და პოლიციის ძაღლის მეშვეობით მალევე იპოვეს მოზარდები, თუმცა მათ უკვე მოესწროთ ზურგჩანთის გადაგდება, რომელშიც კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 და 14 ვაზნა ელაგა.
„ბიჭებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად ამოყვეს თავი... გაუმართლათ, რომ მამულში იმ მომენტში პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, თორემ მოზარდებს საიდუმლო სამსახურის შეიარაღებულ აგენტებთან მოუწევდათ შეხვედრა“, — აღნიშნა პალმ–ბიჩის პოლიციის წარმომადგენელმა მაიკლ ოგროდნიკმა.
ამ დროისათვის მოზარდები დაკავებული არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.