21:40 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
163 0 0

მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი – კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი და დირიჟორი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი არაჩვეულებრივი მუსიკით კინოსა და ტელევიზიისთვის, 91 წლის იყო.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა დიდი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე. ის 91 წლისა იყო, იუწყება Rainews24.

როგორც ტელეარხი იუწყება, მორიკონე დღეს, დილით რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა დავარდნის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო – 91 წლის კომპოზიტორი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ თეძოს ძვლის მოტეხილობით მოხვდა.

ენიო მორიკონემ სახელი კინოსა და ტელევიზიისთვის შექმნილი ნამუშევრებით გაითქვა.

მაესტრო ორი „ოსკარის“ მფლობელი იყო. 2007 წელს ენიო მორიკონეს „ოსკარის“ პრემია კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა, ხოლო 2016 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო მუსიკისთვის, რომელიც შექმნა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა“.

მორიკონეს მუსიკა ჟღერს უამრავ გახმაურებულ ფილმში: ბრაიან დე პალმას „ხელშეუხებელნი", სერჯო ლეონეს „ერთხელ ამერიკაში", „კარგი, ცუდი, ბოროტი“, რომან პოლანსკის „მოურჯულებელი", პედრო ალმოდოვარის „დამაბი", ფრანკო ძეფირელის „ჰამლეტი", საკულტო სერიალი „რვაფეხა" და სხვ.

არ მჯერა, რომ სამყაროს მუსიკა გადაარჩენს, მას ძალუძს მხოლოდ დააამოს იარები...>>

ენიო მორიკონემ 2018 წელს საქართველოში თავისი პირველი და ერთადერთი კონცერტი გამართა.

მთავარი თემები