13:36 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
8347 0 0

კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ისევ იხურება სკოლები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო ზოგ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებებმა ისევ შემოიღეს დაავადების გავრცელების შესაჩერებელი შეზღუდვები.  

მაგალითად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხელისუფლებამ ისევ დახურა სკოლები, მუზეუმები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. გარდა ამისა, კვლავ მოქმედებს სოციალური დისტანციის რეჟიმი. ამის მიზეზი ბოლო ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გახდა.

COVID-19-ის გამო საკარანტინო ღონისძიებები განახლდა იაპონიაშიც, სადაც ქალაქ კიტასაჰიში ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ორი წყაროდან — სკოლიდან და საავადმყოფოდან. ქალაქში დაიხურა სკოლები, მუზეუმები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები — სულ 119 ობიექტი.

გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს>>

ამ დროისათვის სპეციალისტები ცდილობენ გააკონტროლონ კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქება.

მანამდე საკარანტინო ზომები განახლდა ჩინეთის პროვინცია გირინში, სადაც სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაიკეტა სკოლები და მაღაზიები, ხოლო ათასობით ადამიანი, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაავადებულებთან, იზოლაციაში გაიყვანეს.

ჩინეთში კარანტინი განახლდა: უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მისი აფეთქების მომენტიდან დღემდე 5 816 706 კაცი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 360 437 და განიკურნა 2 420 358 ადამიანი. 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)

მთავარი თემები