მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

© AP Photo / Evgeniy Maloletkaკორონავირუსული პანდემია
კორონავირუსული პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუსი SARS-CoV-2-ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა: ჩინეთი ინფექციასთან ბრძოლას განაგრძობს

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის შემდგომშიც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0