17:25 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1161)
145 0 0

საქართველოს მთავრობის მეთაური ოთხშაბათს დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. 

საქართველოს მთავრობის მეთაური ოთხშაბათს დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში მოქმედებდა.

„ვირუსი და პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. დღეს მსოფლიოში ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა. თუ ზაფხულის თვეების პროგნოზირება შესაძლებელია, ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა, რამდენად ძლიერი იქნება მეორე ტალღა და იქნება თუ არა ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გრძელვადიანი და მიზანმიმართული დახმარების უზრუნველყოფა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ასეთი გაურკვეველი ვითარება გახდა მიზეზი დახმარებაზე მინიმალური ხარჯების გაწევისა.

„ჩვენ დახმარება ექვს თვეზე გავანაწილეთ. მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ესაა მინიმუმი, რომელიც ადამიანებს მიმდინარე ხარჯების გამკლავებაში დაეხმარება“, – განაცხადა გახარიამ. 

მთავრობამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა აპრილის ბოლოს წარუდგინა. იგი ითვალისწინებს როგორც ფულადი დახმარების გაცემას, ისე რიგ შეღავათებს კრედიტებისა და გადასახადების თვალსაზრისით.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული, პაციენტების 75%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1161)

მთავარი თემები