16:23 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (422)
150 0 0

გერმანელი კარდიოლოგის თქმით, თუ ადამიანი ამ სიმპტომებიდან რომელიმეს იგრძნობს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. არსებობს სამი სიმპტომი, რომლებიც გულის შეტევის მოახლოებას გვამცნობს, განაცხადა გერმანელმა ექიმმა კარდიოლოგმა, პროფესორმა ულფ ლანდმესერმა გამოცემა Focus-თან საუბრისას.

მისი თქმით, თუ ადამიანი ამ სიმპტომებიდან რომელიმეს იგრძნობს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 

ლანდმესერის მტკიცებით, მოახლოებული გულის შეტევის ერთ-ერთი ნიშანია სიმძიმის შეგრძნება მკერდზე „თითქოს სპილო დაგაწვათ“. მეორე ნიშანი, კარდიოლოგის თქმით, არის ტკივილი, რომელიც კისერსა და მარცხენა ხელზე ვრცელდება. გარდა ამისა, გულის შეტევაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

ამასთან გერმანელი კარდიოლოგი განმარტავს, რომ ასეთი სიმპტომატიკის შემთხვევებში კარგია ასპირინის მიღება, ვინაიდან ეს პრეპარატი შლის შენადედებს (თრომბებს) სისხლძარღვებში, რაც იწვევს კიდეც ინფარქტებს.

„სასწრაფო დახმარების ექიმიც ამას აკეთებს პირველ რიგში“, — ამბობს ლანდმესერი. 

ექიმი ხაზს უსვამს, რომ გულის შეტევის მშვიდობიანად გადატანის შანსები მკვეთრად იზრდება, თუ ადამიანი დროულად მიაქცევს ყურადღებას საკუთარ მდგომარეობას.

მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი სიმპტომები - გერმანელი კარდიოლოგების რეკომენდაციები>>

ლანდმესერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ სიმპტომებს თან ერთვის ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) და შფოთვა.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (422)

მთავარი თემები