მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი სიმპტომები - გერმანელი კარდიოლოგების რეკომენდაციები

© Pixabay / backy3723ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს
ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი კარდიოლოგები პაციენტებს განუმარტავენ რამდენიმე სიმპტომს, რომელთაგან ზოგი, შიშის მიუხედავად, ნაკლებად სახიფათოა, ზოგი კი პირიქით, გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. გერმანელმა კარდიოლოგებმა გულის მოახლოებული პრობლემების მოულოდნელი ნიშნები გამოავლინეს, იუწყება გერმანული ონლაინ-გამოცემა Focus-ი.

პუბლიკაციაში მოყვანილია გულის ფონდის კარდიოლოგების რჩევები, რომლებიც პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. 

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო
მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გულის შეტევის წინ

მედიკოსების თქმით, არათანაბარი დარტყმები (ექსტრასისტოლები), რომლებიც პაციენტებს აშინებს, არც ისე სახიფათოა. არასაშიშ სიმპტომებს განეკუთვნება გახშირებული პულსიც. მაგრამ გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი ან წვის შეგრძნება, ქოშინი და თავბრუსხვევა დატვირთვის შემდეგ — ეს უკვე არის  ექიმთან ვიზიტის  მიზეზი.

გერმანელი კარდიოლოგები ირწმუნებიან, რომ სიარულის დროს წვივების ტკივილი მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, ანუ „ვიტრინის დაავადების“ სიმპტომია. როგორც ირკვევა, ამ დროს ადამიანი ტკივილის გამო ხშირად ჩერდება ქუჩაში და ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვიტრინებს ათვალიერებს. თუმცა სინამდვილეში ელოდება, როდის გაუვლის შეტევა. გარდა ამისა, ექიმები აცხადებენ, რომ შეშფოთება უნდა გამოიწვიოს წოლის დროს თითების ტკივილმა, რომელიც ადამიანის ადგომასთან ერთად ქრება.

შეამოწმეთ გულის მუშაობა 30 წამში: უმარტივესი მეთოდი

კარდიოლოგებმა განმარტეს, რომ ასეთი სიმპტომები ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზზე მიუთითებს. ამასთან, ათეროსკლეროზით დაავადებულ   პაციენტთა 75%-ს გულის პრობლემები აქვს. აღწერილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან დროული ვიზიტი, რათა ადამიანმა მიოკარდიუმის ინფარქტი აიცილოს თავიდან.

ყველა ახალი ამბავი
0