მოახლოებული გულის შეტევის უპირველესი ნიშნები: გერმანელი კარდიოლოგი სამ სიმპტომს ასახელებს

© Pixabay / Pexelsგულის შეტევა
გულის შეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი კარდიოლოგის თქმით, თუ ადამიანი ამ სიმპტომებიდან რომელიმეს იგრძნობს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. არსებობს სამი სიმპტომი, რომლებიც გულის შეტევის მოახლოებას გვამცნობს, განაცხადა გერმანელმა ექიმმა კარდიოლოგმა, პროფესორმა ულფ ლანდმესერმა გამოცემა Focus-თან საუბრისას.

მისი თქმით, თუ ადამიანი ამ სიმპტომებიდან რომელიმეს იგრძნობს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო
მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გულის შეტევის წინ

ლანდმესერის მტკიცებით, მოახლოებული გულის შეტევის ერთ-ერთი ნიშანია სიმძიმის შეგრძნება მკერდზე „თითქოს სპილო დაგაწვათ“. მეორე ნიშანი, კარდიოლოგის თქმით, არის ტკივილი, რომელიც კისერსა და მარცხენა ხელზე ვრცელდება. გარდა ამისა, გულის შეტევაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

ამასთან გერმანელი კარდიოლოგი განმარტავს, რომ ასეთი სიმპტომატიკის შემთხვევებში კარგია ასპირინის მიღება, ვინაიდან ეს პრეპარატი შლის შენადედებს (თრომბებს) სისხლძარღვებში, რაც იწვევს კიდეც ინფარქტებს.

„სასწრაფო დახმარების ექიმიც ამას აკეთებს პირველ რიგში“, — ამბობს ლანდმესერი. 

ექიმი ხაზს უსვამს, რომ გულის შეტევის მშვიდობიანად გადატანის შანსები მკვეთრად იზრდება, თუ ადამიანი დროულად მიაქცევს ყურადღებას საკუთარ მდგომარეობას.

მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი სიმპტომები - გერმანელი კარდიოლოგების რეკომენდაციები>>

ლანდმესერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ სიმპტომებს თან ერთვის ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) და შფოთვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0