02:16 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
68 0 0

უკრაინის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, „აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელებაში, რაც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში“.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველომ უკრაინიდან თავისი ელჩი კი არ გაიწვია, არამედ კონსულტაციაზე გამოიძახა, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიპლომატიურ საქმიანობაში, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო კიევიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში გამოიძახა კონსულტაციებზე.

„ეს ყოველდღიური არა, მაგრამ ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიპლომატიაში. ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ მეგობარი სახელმწიფოების ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი შეხების წერტილი და საერთო გამოწვევები გვაკავშირებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, „აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელებაში, რაც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში“.

ამასთან დიპლომატიური უწყება მოუწოდებს „ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ წამოყენებული არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინაში რეფორმების პროცესზე დამოკიდებული“.

„ეს შეცდომაა“ - ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს გადაწყვეტილებას აფასებს>>

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები