სააკაშვილის დანიშვნა: საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან ელჩი გამოიძახა

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნამ შესაძლოა საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობას პრობლემები შეუქმნას. საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებზე თბილისში გამოიძახეს.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მინისტრის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა...

„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში, მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ხუთშაბათს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის ხილვა არც ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე

საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ამას წინათ განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

„დაინიშნოს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ; ალექსანდრ იაკობის ძე ოლშანსკი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ“, - ნათქვამია ვლადიმირ ზელენსკის განკარგულების ტექსტში.
ზელენსკი სააკაშვილს დანიშვნას ულოცავს: „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – აღნიშნავს ზელენსკი.

განკარგულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
თანამდებობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაიკავებს

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0