მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს შეცდომაა“ - ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს გადაწყვეტილებას აფასებს

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, კონსულტაციის შემდეგ ყველა მხარე გაიგებს, რომ საკადრო პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანას და მის მოქალაქეებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძახებას თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის დანიშვნა: საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან ელჩი გამოიძახა

„საქართველოსთან, ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირ  კონსულტაციაზე არ გამოვიძახებთ ჩვენს ელჩს უკრაინაში... მეჩვენება, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა“, — განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ტელეარხ Наш-ის ეთერით გადაიცემოდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, კონსულტაციის შემდეგ ყველა მხარე გაიგებს, რომ საკადრო პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანას და მის მოქალაქეებს.

მანამდე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

 

ყველა ახალი ამბავი
0