17:46 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1677)
108 0 0

ორმა ლიდერმა გამოთქვეს შეშფოთება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო და ერთმანეთს მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების დონეზე კონსულტაციებს ჩაატარებენ, ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ორშაბათს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ენერგიის მსოფლიო ბაზრებზე სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, სახელმწიფოების მეთაურებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის გამო და ერთმანეთს რუსეთში და შეერთებულ შტატებში ამ საფრთხის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. განხილულია ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების შესაძლებლობები.

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი პირადი კონტაქტების შემდგომი გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტსახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1677)

მთავარი თემები