მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსი და ნავთობი: რაზე ილაპარაკეს ტელეფონით პუტინმა და ტრამპმა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა ლიდერმა გამოთქვეს შეშფოთება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო და ერთმანეთს მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების დონეზე კონსულტაციებს ჩაატარებენ, ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
„უზარმაზარი გასაჭირი“: ფიქალური ინდუსტრიის სირთულეები

ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ორშაბათს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ენერგიის მსოფლიო ბაზრებზე სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, სახელმწიფოების მეთაურებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის გამო და ერთმანეთს რუსეთში და შეერთებულ შტატებში ამ საფრთხის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. განხილულია ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების შესაძლებლობები.

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი პირადი კონტაქტების შემდგომი გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტსახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0