მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უფრო მოკლე დროში: იაპონურმა კომპანიამ COVID-19-ის ვაქცინა შეიმუშავა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ვაქცინის შექმნა უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი, ვიდრე ვირუსული ცილისგან, საშიში პათოგენების გამოყენების გარეშე.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია AnGes-მა და ოსაკის უნივერსიტეტმა ახალი კორონავირუსი COVID-2019-ის წინააღმდეგ დნმ-ვაქცინა შეიმუშავეს. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID 2019: აშშ სამკურნალო პრეპარატებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღებს ასახელებს

აღსანიშნავია, რომ კომპანია AnGes დნმ-პლაზმიდ HG-ს შემუშავებაზე სპეციალიზდება (არაქრომოსომული თვითაღმწარმოებელი გენეტიკური ელემენტი) და სწორედ ამ ტექნოლოგიის დახმარებით შეიქმნება კორონავირუსის ვაქცინა.

კომპანიის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ვაქცინის შექმნა უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი, ვიდრე ვირუსული ცილისგან, საშიში პათოგენების გამოყენების გარეშე.

მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პრეპარატები, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იქნება მზად, ხოლო რაც შეეხება ვაქცინას, მისი გამოცდები უახლოეს კვირებში დაიწყება და ის, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.  

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0