ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის და პასუხები დღეს, გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფ კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საინკუბაციო პერიოდის შეფასების შემდეგ, აღნიშნული პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 პაციენტი. დღეს, დილას 11 პაციენტს აუღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ვირუსზე. პასუხი უარყოფითია. ახლა ამ პაციენტების გამოკითხვა, საინკუბაციო პერიოდების შეფასება ხდება და შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ეს პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: არ დაუშვათ სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, რვა ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის და პასუხები დღეს, გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ შეცვლილა.

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი რჩება. მათგან აბასთუმანში - 26, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ - 34 , საჩხერეში - 26, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 23, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში -15 და გორის ჰოსპიტალში - 16 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი შეეყარა >>

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0