Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები

© REUTERS / THOMAS PETERპეკინის მეტროში
პეკინის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 79 251-ს, აქედან 2 835 გარდაიცვალა, 39 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან. ამჟამად ავად არის 37 414 ადამიანი, აქედან 7 664 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.

ადამიანები ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: თბილისის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტი იმყოფება

აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ (39 002) პირველად გადააჭარბა მკურნალობაზე მყოფთა რიცხვს (37 414).

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 24 საათში 1027 ახალი შემთხვევა დააფიქსირა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე 28 თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51 ქვეყანაში 4691 ადამიანს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 67-მდე.

ჯანმოს წინა კომუნიკეში საუბარი იყო 3664 დაავადებულზე 46 ქვეყანაში და 57 გარდაცვლილზე.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. პირველი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში, ხოლო მეორე იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი. ორივე შემთხვევაში ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირებულია „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი >>

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ყველა ახალი ამბავი
0