12:31 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1399)
86 0 0

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „პარანოიდული“ უწოდა განცხადებებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვენ, რომელიც თითქოს ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა, იუწყება პორტალი Axios.

გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატების ლიდერები აპირებენ წერილობით მიმართონ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს.

„სენატში დემოკრატების ლიდერები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს გაუგზავნიან წერილს მოთხოვნით, დაუწესდეს რუსეთსა და, პოტენციურად, პირადად მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო“, — წერს გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „პარანოიდული“ უწოდა განცხადებებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მისი თქმით, კრემლი ელოდება, რომ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ მსგავსი შინაარსის „ახალი ამბები“ თანდათან მოიმატებს. 

გასულ პარასკევს, ნევადაში პრაიმერიზის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკანდალი აგორდა. CNN-მა, დაზვერვაში არსებულ მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. ხოლო გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ბერნი სანდერსს.

მოგვიანებით ეროვნული უშიშროების სამმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, თითქოს რუსეთი ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას ცდილობს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1399)

მთავარი თემები