მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელი დემოკრატები პრეზიდენტ პუტინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „პარანოიდული“ უწოდა განცხადებებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვენ, რომელიც თითქოს ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა, იუწყება პორტალი Axios.

გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატების ლიდერები აპირებენ წერილობით მიმართონ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს.

„სენატში დემოკრატების ლიდერები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს გაუგზავნიან წერილს მოთხოვნით, დაუწესდეს რუსეთსა და, პოტენციურად, პირადად მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო“, — წერს გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი - Sputnik საქართველო
უბადრუკი სიტყვა: „უძლურმა“ სპიკერმა ტრამპის მოხსენება საჯაროდ დახია – ვიდეო

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „პარანოიდული“ უწოდა განცხადებებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მისი თქმით, კრემლი ელოდება, რომ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ მსგავსი შინაარსის „ახალი ამბები“ თანდათან მოიმატებს. 

გასულ პარასკევს, ნევადაში პრაიმერიზის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკანდალი აგორდა. CNN-მა, დაზვერვაში არსებულ მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. ხოლო გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ბერნი სანდერსს.

მოგვიანებით ეროვნული უშიშროების სამმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, თითქოს რუსეთი ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0