თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, საღამოს კონგრესის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რა დროსაც რამდენიმე არაერთმნიშვნელოვანი ეპიზოდი მოხდა, წერს მასმედია.
როგორც წესი, აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი ხნის წინ დადგენილ პროცედურებს იცავენ. კერძოდ, სიტყვით გამოსვლის წინ პრეზიდენტი მოხსენების ტექსტს ვიცე-პრეზიდენტსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გადასცემს, რის შემდეგაც ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს.
ეს ასე იყო გასულ წელსაც, მაგრამ ამჯერად დონალდ ტრამპმა ტრადიცია დაარღვია. მას შემდეგ, რაც ტექსტი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის გადასცა, ამ უკანასკნელმა თითქოს ხელი გაუწოდა პრეზიდენტს ჩამოსართმევად, მაგრამ ტრამპი შებრუნდა და ტრიბუნასთან დადგა. სპიკერმა ნერვიულად გაიღიმა. თუმცა ჟესტი, შესაძლოა, პრეზიდენტის ტრიბუნასთან მიწვევასაც ნიშნავდა.
Democrats will never stop extending the hand of friendship to get the job done #ForThePeople. We will work to find common ground where we can, but will stand our ground where we cannot. #SOTU pic.twitter.com/ELJqR9q4xD
— Nancy Pelosi (@SpeakerPelosi) February 5, 2020
სიტყვის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა კვლავ არ ჩამოართვა ხელი არც პენსსა და არც პელოსის და პირდაპირ გასასვლელისკენ წავიდა. გზადაგზა ის მხოლოდ თანაპარტიელებს ესალმებოდა. ამ დროს სპიკერმა ნენსი პელოსიმ მაგიდიდან, რომელზეც პრეზიდენტის სიტყვის ტექსტი იდო, რამდენიმე ფურცელი აიღო და დემონსტაციულად დახია.
გარდა ამისა, პრესამ ასევე მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლამდე ნენსი პელოსიმ, ნაცვლად ტრადიციული ფრაზისა „ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი...“, დამსწრეთ მიმართა სიტყვებით: „კონგრესმენებო, შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“
Speaker of the House Nancy Pelosi ripped up her printed copy of President Trump's State of the Union address as he concluded his remarks. #sotu https://t.co/3VloidReAG pic.twitter.com/Xr9J0rlFhk
— CNN (@CNN) February 5, 2020
ამას მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრების სკანდირება „კიდევ ოთხი წელი!“, რაც დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტად არჩევას გულისხმობს.
მოგვიანებთ ნენსი პელოსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვა „უბადრუკი“ იყო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში მისი იმპიჩმენტის ფონზე შედგა, რომლის ინიციატორებიც დემოკრატიული პარტიის წევრები არიან ნენსი პელოსის მეთაურობით.
სენატში სწორედ დღეისთვისაა დანიშნული კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადაწყდება, მიიჩნევენ თუ არა ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტს დამნაშავედ. როგორც მოსალოდნელია, სენატში, სადაც უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები წარმოადგენენ, პრეზიდენტს გაამართლებენ.
საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში ნენსი პელოსის ჟესტი დემოკრატების სინანულისა და უძლურების ნიშნად მიიჩნიეს, რომლებსაც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გაშვება არ ძალუძთ.