მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა: ჯერი ზედა პალატაზეა

© AP Photo / John Raouxდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი მზადაა შემდგომი ნაბიჯებისთვის იმპიჩმენტის ფარგლებში და დარწმუნებულია, რომ სენატი სრულად გაამართლებს მას.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ორი მუხლით: „უფლებამოსილების გადაჭარბება“ და „კონგრესისთვის ხელის შეშლა“. 

დონალდ ტრამპი  - Sputnik საქართველო
ტრამპის ისტორიული წერილი: „არ ველოდები, რომ ამას გააკეთებთ“

ცნობილი ხდება, რომ იმპიჩმენტს დემოკრატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ხოლო რესპუბლიკელებმა წინააღმდეგ მისცეს ხმა. ბრალდების პირველ მუხლს 230-მა ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგი იყო 197, მათგან ორი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო. მეორე მუხლს მხარი დაუჭირა 229 დეპუტატმა 198-ის წინააღმდეგ (სამი – დემოკრატი კონგრესმენი). 

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ზედა პალატაში, რომლის უმრავლესობასაც რესპუბლიკელები შეადგენენ, არავინ აპირებს სახელმწიფოს მეთაურის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. 

თავად დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ ინიცირებულ პროცედურას მათივე „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ უწოდა.

„ნახეთ ჩემი რეიტინგი?.. ისინი პირველივე დღიდან ცდილობდნენ ჩემთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. ისინი ცდილობდნენ ამის გაკეთებას ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ბრძოლას დავიწყებდი“, — განაცხადა პრეზიდენტმა მიჩიგანის შტატში გამართულ მიტინგზე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგზე საუბრისას ტრამპს მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ მისი პოპულარობის რეიტინგი, ბოლო გამოკითხვის თანახმად, ოქტომბერში 38-დან 43%-მდე გაიზარდა.

თეთრმა სახლმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზადაა შემდგომი ნაბიჯებისთვის იმპიჩმენტის ფარგლებში და დარწმუნებულია, რომ სენატი სრულად გაამართლებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 25 სექტემბერს წამოიწყო. ამის მიზეზად იქცა ამერიკის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკისთან. დემოკრატიული პარტიის ლიდერებს სურთ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ კოლეგაზე, რათა მას სტიმული მიეცა ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ კორუფციული საქმის გამოძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ტრამპის ყველაზე პერსპექტიულ ოპონენტად მიიჩნევენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყველა ახალი ამბავი
0