12:54 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (862)
278 0 0

არ მსურს ოდესღაც ხალხმრავალი ქუჩები დაცარიელებული ვიხილო და ვუყურო, როგორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ვირუსს ჩემი თანამემამულეები მაშინ, როდესაც სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ, განაცხადა მსახიობმა

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ცნობილი ჩინელი მსახიობი ჯეკი ჩანი ერთ მილიონ იუანს (145 000 დოლარზე მეტი) პირდება ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nCoV) წამლის შემქმნელს, წერს გამოცემა Strait Times.

„კორონავირუსთან ბრძოლის გასაღებია - მეცნიერება და ტექნოლოგიები, ვგონებ, ამ აზრს ბევრი იზიარებს. იმედი მაქვს, რომ წამლის შექმნა მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდება“, - აღნიშნა მსახიობმა.

კორონავირუსის საფრთხე: იტალია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობს >>

მისი თქმით, საქმე ფულში როდია.

„უბრალოდ არ მსურს ოდესღაც ხალხმრავალი ქუჩები დაცარიელებული ვიხილო და ვუყურო, როგორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ვირუსს ჩემი თანამემამულეები მაშინ, როდესაც სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ“, - განაცხადა ჯეკი ჩანმა.

კვირის მდგომარეობით, კორონავირუსს ემსხვერპლა 813 ადამიანი, 37 ათასი დაინფიცირდა, 2,7 ათასი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ექიმების თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თავისა და კუნთების ტკივილი, ცნობიერების აღრევა, ტკივილი ყელსა და მკერდში, დიარეა, პირღებინება. რისკის ქვეშ არიან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და მოხუცები. კორონავირუსი ვრცელდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

საქართველო, ექსპერტების აზრით, კვლავ რჩება რისკის მწვანე ზონაში, ანუ ის მიეკუთვნება ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ამ ვირუსის გავრცელების დაბალი რისკი. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან. ჩინეთიდან აიკრძალა ცხოველების იმპორტი. აეროპორტებში და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მგზავრს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (862)

მთავარი თემები