მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაშველი ტყუილი: ჩინელმა ქალმა მოძალადე კორონავირუსით დააფრთხო

© AP Photo / Kin Cheungკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოხერხებულმა ჩინელმა ქალმა მოულოდნელად ხველება დაიწყო და მოძალადეს უთხრა, რომ უჰანიდან ახალი დაბრუნებული იყო

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ცზინშანის მცხოვრებმა ქალმა კორონავირუსით დაავადება მოიგონა და მასთან სახლში შეჭრილი მოძალადე და მძარცველი დააფრთხო, იუწყება გამოცემა Dailyhunt–ი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 31 იანვარს მოხდა, როდესაც ქალს ეძინა. იგი ნაბიჯების ხმამ გამოაღვიძა და შეშინებულმა ხმამაღლა დაიყვირა. ბოროტმოქმედი კი მიეჭრა მას და გაუპატიურება დაუპირა.

მაშინ ქალმა ხერხს მიაგნო, მოულოდნელად ხველება დაიწყო და მოძალადეს უთხრა, უჰანიდან ახლახან დავბრუნდი, ინფიცირების სიმპტომები გამომივლინდა და სახლიდან არ გავდივარ, რომ სხვებსაც არ გადავდოვო.

ხერხი უებარი გამოდგა — თავდამსხმელი უკანმოუხედავად გაიქცა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თან ტელეფონი და 3,08 ათასი იუანი მოეპარა.

ქალმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადეს. მალე ბოროტმოქმედი თავად გამოცხადდა პოლიციაში და დანაშაული აღიარა. ის 25 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც ოჯახის წევრებთან ჩხუბის შემდეგ სახლიდან გაქცეულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0