Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის საფრთხე: იტალია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობს

© AP Photo / Kin Cheungკორონავირუსი
კორონავირუსი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს, საღამოს იტალიის პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ რომში ჰოსპიტალიზებულ ორ ჩინელ ტურისტს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, მთავრობის სხდომა მოიწვია და იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე დაიწყო მსჯელობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი შეიქმნა: შემოწმების დრო მნიშვნელოვნად მცირდება

როგორც მთავრობის ნოტაშია ნათქვამი, დღის წესრიგში მხოლოდ ეს საკითხი დგას.

ხუთშაბათს, საღამოს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ რომში ჰოსპიტალიზებულ ორ ჩინელ ტურისტს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთთან საავიაციო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

კონტე ხაზს უსვამს, რომ იტალია პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. 

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ამ დროისათვის 9692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 15 238 შემთხვევა. ამასთან, მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 102 427 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

კომიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსი SARS-ის (მძიმედ მწვავე რესპირატორული სინდრომი) ყველა ეპიდემიით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.

ყველა ახალი ამბავი
0