მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

© AP Photo / Xiao Yijiuმედპერსონალი უჰანის საავადმყოფოში
მედპერსონალი უჰანის საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ დღეისათვის ყველაზე სრული მიმოხილვა გამოაქვეყნეს – ცნობილი გახდა საინტერესო დასკვნები.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა კლინიკური მონაცემების დღეისათვის ყველაზე სრული მიმოხილვა. 

რომის აეროპორტის თანამშრომელი ნიღბითა და ხელთათმანებით - Sputnik საქართველო
გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ: პანიკის გარეშე! ჩვენ ჯერ კიდევ მწვანე ზონაში ვართ!

ახალი ანალიზი მოიცავს კორონავირუსი 2019-nCoV-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს ქალაქ უჰანის ჯინინტანის ჰოსპიტალში. პერიოდი: 2020 წლის 1-დან 20 იანვრის ჩათვლით. მათ ასევე დაემატა წინა კვლევაში განხილული 41 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე, კლინიკურ ჩანაწერებზე, ლაბორატორიულ შედეგებსა და გენეტიკური ანალიზის მასალებზე დაყრდნობით ავტორები შემდეგ დასკვნებს აკეთებენ:  

  • დაავადებულთა საშუალო ასაკი შეადგენს 55,5 წელს. მათგან 67 მამაკაცია, 32 — ქალი.
  • პაციენტების ნახევარს მანამდე ჰქონდა რომელიმე ქრონიკული დაავადება: გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული (40 პაციენტი), ასევე დიაბეტი (12 პაციენტი).
  • საავადმყოფოებში გადაყვანილ ყველა პაციენტს გამოუვლინდა პნევმონია. მათგან 74-ს — ორმხრივი.
  • გარდა ამისა, უმრავლესობას აღენიშნებოდა ცხელება (82 პაციენტი) და ასევე ხველება (81 პაციენტი), ხოლო პაციენტების მესამედს ჰქონდა სუნთქვის პრობლემები (31).
  • ამასთან, მათ დაუფიქსირდათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თავისა და კუნთების ტკივილი, ცნობიერების აღრევა, ტკივილი ყელსა და მკერდში, დიარეა, პირღებინება. 
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო კორონავირუსის დასახვედრად მზადაა

აღინიშნება, რომ დაავადებულთა დაახლოებით ნახევარი (49 პაციენტი) ჰუანანის თევზის ბაზარზე მუშაობდა. მათი უმრავლესობა (46) მენეჯერი ან გამყიდველი იყო. დღეისათვის ამ პაციენტებიდან 57 კვლავ საავადმყოფოში რჩება, 31 კი გაწერეს (25 იანვრის მონაცემები).

რაც შეეხება მკურნალობას, პაციენტების უმრავლესობა იღებდა ანტივირუსულ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, იტარებდა ჟანგბადურ თერაპიას და მთლიანობაში კარგი პროგნოზი ჰქონდათ. თუმცა 17 მათგანს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი განუვითარდა და 11 მათგანი დაიღუპა. 

გამომდინარე აქედან, მეცნიერები ასკვნიან, რომ ინფექციას კლასტერული გავრცელების უნარი აქვს. რისკის ჯგუფში უპირველესად ხვდებიან ასაკოვანი მამაკაცები — თანმდევი დაავადებებით. მძიმე გართულება, რასაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს, მკვლევარების აზრით, ეს რესპირატორული დისტრეს-სინდრომია.   

ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით სასჯელს ამკაცრებს: ქვეყნდება ახალი დოკუმენტი

კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი დასკვნები კონკრეტული ქალაქის ერთი საავადმყოფოს მონაცემებს ეფუძნება, რომელიც ეპიდემიის ცენტრში მდებარეობს. ახალი კორონავირუსის ზოგადი კლინიკური სურათის შესადგენად კი მეტი მონაცემებია საჭირო ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კლინიკებიდან.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 7,7 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქედან უკვე გარდაიცვალა 170 კაცი, ხოლო საავადმყოფოებიდან გაეწერა 124. 

კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსმა უკვე შეაღწია ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის ტიბეტშიც, რომელიც ამ მომენტამდე ერთადერთ „ჯანმრთელ“ რეგიონად რჩებოდა.  

ყველა ახალი ამბავი
0