მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით სასჯელს ამკაცრებს: ქვეყნდება ახალი დოკუმენტი

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაისჯებიან ის პირებიც, რომლებიც ზიანს მიაყენებენ სამედიცინო პერსონალს და განზრახ გაავრცელებენ ვირუსს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. იმ პირების მიმართ, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის მკურნალობაზე, სასჯელის ზომები გამკაცრდება, ზოგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, იუწყება ჩინეთის ჰუბეის პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
პეკინში ქორწინებისა და მიცვალებულთან დამშვიდობების ცერემონიები დროებით აიკრძალა

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰუბეის პროვინცია დაზარალდა ყველაზე მეტად ახალი ტიპის კორონავირუსისგან. 

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაისჯებიან ის პირებიც, რომლებიც ზიანს მიყენებენ სამედიცინო პერსონალს და განზრახ გაავრცელებენ ვირუსს. 

„ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ კერძო პირს ეკრძალება – დაარღვიოს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის განრიგი, საფრთხე შეუქმნას მედპერსონალს და ზარალი მიაყენოს დაწესებულების საკუთრებას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი, რომ პირები, რომლებიც არ დაიცავენ კარანტინის წესებს, უარს იტყვიან მკურნალობაზე ან ვირუსზე შემოწმებაზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. 

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი: საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა

გარდა ამისა, დოკუმენტი კრძალავს ცალკე კერძო პალატების გამოყოფას საავადმყოფოებში და ასევე სარიტუალო პროცედურების ჩატარებას სამკურნალო დაწესებულებებში — კერძოდ, სარიტუალო ფულის დაწვას, რაც, ჩინური ტრადიციით, გარდაცვლილის სულისთვის საჩუქრის მიძღვნად მიიჩნევა. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 7,7 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქედან უკვე გარდაიცვალა 170 კაცი, ხოლო საავადმყოფოებიდან გაეწერა 124. 

კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსმა უკვე შეაღწია ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის ტიბეტშიც, რომელიც ამ მომენტამდე ერთადერთ „ჯანმრთელ“ რეგიონად რჩებოდა.   

 

ყველა ახალი ამბავი
0