Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვის არ ემართება კორონავირუსი – მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

© REUTERS / Aly Songჩინელი ბავშვი ნიღბით
ჩინელი ბავშვი ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჰანში დაავადებულთა შორის არ არის 15 წელზე უმცროსი ასაკის არც ერთი ბავშვი. დღეისათვის ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 59 წელს შეადგენს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა შორის პრაქტიკულად არ არიან ბავშვები, იუწყება ჟურნალი New England Journal of Medicine ვირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური დახასიათების ანალიზზე დაყრდნობით. 

კორონავირუსის ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება: ბოლო მონაცემები

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა შეისწავლეს უჰანში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 425 შემთხვევა და გაარკვიეს, რომ ინფიცირებულთა 95%-ს სიმპტომები დასნებოვნებიდან 12 დღის შემდეგ გამოუვლინდათ. ეს მაშინ, როცა ინკუბაციის საშუალო პერიოდი 5,2 დღეს შეადგენს. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადებულების რაოდენობა ყოველ 7,4 დღეში ორმაგდებოდა, შემდეგ კი ტემპი შენელდა. 

უჰანში დაავადებულთა შორის არ არის 15 წელზე უმცროსი ასაკის არც ერთი ბავშვი. სწავლულების აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ბავშვები ნაკლებად ექვემდებარებიან ინფიცირებას, ან ის, რომ სიმპტომები მათ უფრო იოლ ფორმებში უვლინდებათ.

ჯანმო კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო თანხას ასახელებს

დღეისათვის ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 59 წელს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა 56% მამაკაცია. 

„იქიდან, რაც ვნახეთ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, ირკვევა, რომ ვირუსი უპირველესად უფროსებზე გადადის. შესაძლოა ჩვენ  ყველა მონაცემი არ გვაქვს, ვინაიდან ჩინეთიდან მიღებული ანგარიშები მხოლოდ უფროსებს ეხება და არა პედიატრიულ საავადმყოფოებს“, — განმარტავს მედიცინის ექსპერტი რიჩარდ მარტინელო. 

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ბავშვების დაავადებასთან დაკავშირებით მსგავსი სურათი შეინიშნებოდა კორონავირუსული ინფექციის წინა ორ შემთხვევაშიც: ატიპური პნევმონიისა და ახლოაღმოსავლური სინდრომის დროს. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 563 კაცი შეადგინა, ინფიცირებულია 28 018 ადამიანი, აქედან 3 859 მძიმე მდგომარეობაშია, 1 153 პაციენტი გაწერილია საავადმყოფოებიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და მოწყვლადი სახელმწიფოების დასაცავად უახლოეს თვეებში აუცილებელია 675 მლნ აშშ დოლარის გაღება.

ყველა ახალი ამბავი
0