თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და მოწყვლადი სახელმწიფოების დასაცავად უახლოეს თვეებში აუცილებელია 675 მლნ აშშ დოლარის გაღება, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
„ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ მოცემულ მომენტში არის ქვეყნები, რომლებშიც არ არსებობს ვირუსით დასნებოვნებული ადამიანების გამოვლენის სისტემა“, — მოყვანილია დოკუმენტში ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის სიტყვები.
გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გადაუდებელი დახმარება გაეწიოს ჯანდაცვის სუსტი სისტემის მქონე ქვეყნებს, რათა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები სწრაფად გამოვლინდეს და აღიკვეთოს მისი გავრცელება.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 563 კაცი შეადგინა, ინფიცირებულია 28 018 ადამიანი, აქედან 3 859 მძიმე მდგომარეობაშია, 1 153 პაციენტი გაწერილია საავადმყოფოებიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი, რომელთაგან გარდაიცვალა ერთი.