თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 563 კაცი შეადგინა, ინფიცირებულია 28 018 ადამიანი, საავადმყოფოებიდან გაწერილია 1 153 პაციენტი, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი.
ერთი დღით ადრე ეს მონაცემები 24,3 ათას დაავადებულსა და 490 გარდაცვლილს შეადგენდა.
„5 თებერვლის შუაღამის მდგომარეობით, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა 31 პროვინციიდან მიიღო ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადების 28 018 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აქედან 3 859 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 563 გარდაიცვალა, 1 153 პაციენტი გაწერილია საავადმყოფოებიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი, რომელთაგან გარდაიცვალა ერთი.