მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი ვითარებას აკვირდება: ახალი კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის ალმები
ევროკავშირის ალმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი აკვირდება ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებულ ვითარებას, განაცხადა ევროკომისიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე. 

ნიღბები გრიპის სეზონზე - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

„ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. კომისია, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით, და ასევე წევრი ქვეყნები ვითარებას აკვირდებიან, განსაკუთრებით, ჩინეთში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში დადასტურებული პნევმონიის შემთხვევებს“, — განმარტა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, ჩინეთი ევროკომისიას ყველა აუცილებელ ინფორმაციას აწვდის და ქვეყანაში „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“. 

„ჩვენც იმავეს ვაკეთებთ... ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობა გარანტირებული იყოს“, — აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა. 

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში. 20 იანვრის მონაცემებით, სულ დარეგისტრირებულია დასნებოვნების 291 შემთხვევა. აქედან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის ფარგლებს და დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში.

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0