22:19 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1940)
177 0 0

რუსეთისა და გერმანიის ლიდერები კრემლში მოლაპარაკებებს სამ საათზე მეტ ხანს მართავდნენ. განხილვის ერთ-ერთი თემა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ გახდა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს გერმანიის საპასუხისმგებლო პოზიციას გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

Forbes-ი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ დაწესებულ სანქციებს აფასებს >>

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს გაზსადენის ორი მიმართულების გაყვანას რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით, რომლის საერთო სიმძლავრე 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება წელიწადში. პროექტის ღირებულება 9,5 მლრდ ევროს შეადგენს. გაზსადენი ასევე ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში და ეკონომიკურ ზონებში გაივლის.

„რუსეთსა და გერმანიას აქტივში მთელი რიგი მსხვილი ერთობლივი პროექტები აქვთ ენერგეტიკის დარგში“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ საჭიროა პროექტის ბოლომდე მიყვანა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ლეგიტიმაცია ახალი ევროპული კანონმდებლობით არის განმტკიცებული.

„გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს „ჩრდილოეთის ნაკადის“ განხორციელება მოგებას მოუტანს. ყველა დაინტერესებულია თავისი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

წინააღმდეგი ვინ არის?

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა უკრაინა, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციის შემდეგ თავის ტერიტორიაზე რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვის ეშინოდა.

პროექტს აქტიურად აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც ევროპის ქვეყნებში საკუთარი თხევადი გაზის მიწოდების გაზრდას აპირებს. მეტიც, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს გაზსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონმა იმ კომპანიებისგან, რომლებიც გაზსადენის გაყვანას ახორციელებდნენ, მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1940)

მთავარი თემები