მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Forbes-ი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ დაწესებულ სანქციებს აფასებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2
გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინის, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ აშშ დაკარგავს ერთ-ერთ არგუმენტს რუსული გაზის იმპორტის წინააღმდეგ.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულ გამოცემა Forbes-ს მიაჩნია, რომ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციები ხელს ვერ შეუშლის გაზსადენის მშენებლობას. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვების დაწესება ერთი წლით დააგვიანა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ყოველთვის იყო ალიყური უკრაინისთვის“, — ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. 
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
ნოვაკი: სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ხელს ვერ შეუშლის

ამასთან გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინის, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, აშშ დაკარგავს ერთ-ერთ არგუმენტს რუსული გაზის იმპორტის წინააღმდეგ, და მაშინ მათ უფრო გაუჭირდებათ საკუთარი თხევადი ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების პოპულარიზაცია.

„ეს სანქციები მეტად სუსტია და მეტად დაგვიანებული. რუსეთის მოწინააღმდეგეებსაც კი არ მოეწონებათ ისინი“, — მიაჩნია გამოცემას.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმებოდა.

პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინოდა. ასევე წინააღმდეგი არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. 

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, ევროპას საკუთარი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. უფრო მეტიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა. ვაშინგტონმა მოსთხოვა გაზსადენზე მომუშავე კომპანიებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მუშაობა.

პროექტს მხარს უჭერენ გერმანია, ავსტრია და ნორვეგია, რომელთა ხელისუფლებებსაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გაზსადენი განამტკიცებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაგმო ამერიკული შეზღუდვები.

ყველა ახალი ამბავი
0