მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა ურჩია ლიეტუვას პრეზიდენტმა ზელენსკის

© REUTERS / INTS KALNINSვლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიეტუვას ლიდერმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას და ემხრობა ანტირუსული სანქციების გაგრძელებას მანამ, სანამ არ შესრულდება მინსკის შეთანხმება

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია, არ წავიდეს „უსაფუძვლო დათმობაზე“ „ნორმანდიული ფორმატით“ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, იუწყება „Sputnik–ლიტვა“.

„მოლაპარაკებებზე ვუსურვეთ წარმატება მოლაპარაკებაში გაწაფულ საკმაოდ ძლიერ პარტნიორთან, ვურჩიეთ, არ წავიდეს ისეთ დათმობაზე, რომელიც უსაფუძვლო იქნებოდა“, – განაცხადა ნაუსედამ.

ვლადიმირ ზელენსკი და კერსტი კალიულაიდი  - Sputnik საქართველო
ველოსიპედი, თაფლი და გაზის ტრანზიტი: რაზე მოილაპარაკა ზელენსკიმ ესტონეთში

ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დათმობა შეიძლება იყოს მოსკოვის მხრიდანაც, რადგან „მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს მოლაპარაკება“. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების შედეგები დონბასში დაძაბულობას შეამცირებს და „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს“.

ზელენსკი კი ნაკლებ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, იგი არ ელოდება დამდეგი შეხვედრისგან დიდ გამარჯვებას ან ომის „ხვალვე“ შეწყვეტას. ამის მიუხედავად, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება სინამდვილეში ომის შეჩერება.

„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი 9 დეკემბერს პარიზშია დაგეგმილი. მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები. მხარეები განიხილავენ მინსკის შეთანხმების შესრულებისა და დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებს.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა 2014 წლიდან დაიძაბა. ოფიციალური კიევი მოსკოვს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებს. რუსეთის ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ყველა ახალი ამბავი
0