მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ველოსიპედი, თაფლი და გაზის ტრანზიტი: რაზე მოილაპარაკა ზელენსკიმ ესტონეთში

© photo : Ukrainian Presidential Press Office via APვლადიმირ ზელენსკი და კერსტი კალიულაიდი
ვლადიმირ ზელენსკი და კერსტი კალიულაიდი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთმანეთში საჩუქრები გაცვალეს და აღნიშნეს, რომ მათ ქვეყნებს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ტალინს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და ესტონელ კოლეგა კერსტი კალიულაიდს შეხვდა, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“.

ესტონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის უჩვეულო საჩუქრები უსახსოვრა — სახელობითი ელექტროველოსიპედი და ნახევარი ლიტრი თაფლი, საპასუხოდ კი უკრაინული ნაქარგი პერანგი მიიღო. 

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიქს-ის სამიტზე  - Sputnik საქართველო
ტრამპზე, ზელენსკისა და С-400-ზე: რაზე ისაუბრა პუტინმა BRICS-ის სამიტის დასრულებისას

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ორ ქვეყანას აკავშირებს მტკიცე პარტნიორობა და ერთიანი და თავისუფალი ევროპის საერთო ხედვა“.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მათ შორის მაშინაც კი, როცა ესტონეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არ იქნება 2020-2021 წლებში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კალიულაიდს „ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“ და ასევე თავდაცვის სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, რაც ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას მოიაზრებს.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვების უმეტესობის ადრესატი ვლადიმირ ზელენსკი იყო. კერძოდ, მას ეკითხებოდნენ რუსეთთან ურთიერთობების, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის, ვლადიმირ პუტინთან წინა დღით გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობას რთული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი დაწყებულია და „ნორმანდიულ ფორმატში“ გაგრძელდება. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ეხებოდა.

„ჩვენ ყველამ უნდა მოვილაპარაკოთ გაზის ახალი, გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმებაზე, სატრანზიტო შეთანხმებაზე. ჩვენთვის ეს პრიორიტეტულია და არა მარტო უკრაინისთვის. ეს მთელი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებაა“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან საუბრის გარდა ზელენსკის დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ იური რატასთან, პარლამენტის სპიკერთან, თავდაცვის ძალების სარდალთან და ასევე ესტონეთში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0