ტრამპზე, ზელენსკისა და С-400-ზე: რაზე ისაუბრა პუტინმა BRICS-ის სამიტის დასრულებისას

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიპრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიქს-ის სამიტზე
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიქს-ის სამიტზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრაზილიაში BRICS-ის სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა ერთგვარი შემაჯამებელი შეფასებები გააკეთა.

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრაზილიაში BRICS-ის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს გაერთიანების საქმიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ. საკვანძო განცხადებები – „რია ნოვოსტის“ მასალაში.

BRICS-ის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში

რუსეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მხოლოდ მაშინ არ ახსენდებათ, როდესაც სამიტები ტარდება. მისი თქმით, შარშან გაერთიანების ეგიდით მრავალი ღონისძიება გაიმართა. გარდა ამისა, ქვეყნები შეჯერდნენ პოზიციებზე განვითარების საკვანძო მიმართულებებთან დაკავშირებით. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთი BRICS-ის თავმჯდომარე 1 იანვრიდან გახდება

პუტინმა BRICS-ს უწოდა „სტაბილურობის გარკვეული ფაქტორი არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ მსოფლიო ეკონომიკაშიც, ვინაიდან ქვეყნები მხარს უჭერენ ბაზრების გახსნას და ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის პროტექციონიზმს“.

„წელს BRICS-მა 12 პროცენტით გაუსწრო „შვიდეულის“ ქვეყნებს მსყიდველობისუნარიანობის მიხედვით მშპ-ის მოცულობით. მომავალ წელს BRICS-ს ექნება პლუს 50 ტრილიონი დოლარი „შვიდეულის“ ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მსოფლიო საქმეებში არსებითი მნიშვნელობის მოვლენაა და დროთა განმავლობაში ის მოიმატებს.

ინდოეთისთვის С-400-ის მიწოდებაზე

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინდოეთისთვის რუსული საზენიტო-სარაკეტო С-400 სისტემების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის არ უთხოვია პროცესის დაჩქარება.

აშშ არ უნდა კარნახობდეს ინდოეთს, შეიძინოს თუ არა შეიარაღება რუსეთისგან, განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თუმცა, ექსპერტ ალექსანდრ კუბიშკინის ღრმა რწმენით, ვაშინგტონი აუცილებლად იბრძოლებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. თავის მოსაზრებაზე მან რადიო Sputnik-ის ეთერში ისაუბრა. 

პუტინმა აღნიშნა, რომ ინდოეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც უფრთხილდება დამოუკიდებლობას და, მიუხედავად გარეშე ზეწოლისა, იცავს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს – ისევე, როგორც რუსეთი.

„გავაღრმავებთ თანამშრომლობას, მათ შორის, შეიარაღების სფეროში, რომელიც მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს ეფუძნება“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.

ლათინურ ამერიკაში არეულობის შესახებ

ლათინურ ამერიკაში არეულობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებითაა გამოწვეული, თუმცა გარეშე ჩარევის ელემენტებიც არსებობს.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ რეგიონში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ეს კი იმედს გვიტოვებს, რომ საღი აზრი პირად თუ ჯგუფურ პოლიტიკურ ამბიციებს გადაწონის. 

სახელმწიფოს მეთაურმა ბოლივიაში არსებული ვითარებაც შეაფასა.

„ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც მთავრობა საერთოდ არ არსებობს... უხელისუფლებობაა. ლიბიას მოგვაგონებს. თუმცა აქ არ მომხდარა გარედან შეიარაღებული შემოჭრა, მაგრამ ქვეყანა სინამდვილეში ქაოსის ზღვარზეა. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი სიგნალია“, – აღნიშნა მან.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების ინტერესი შენარჩუნდება – ვინც არ უნდა მოვიდეს ბოლივიის სათავეში. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რომელიც ლეგიტიმურ მანდატს მოიპოვებს.

ტრამპთან ურთიერთობაზე

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა ჯერ არ იგეგმება. ამასთან, მისი განცხადებით, ამერიკის ლიდერის ჩასვლა მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების იუბილეზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება

პრეზიდენტმა აღიარა ტრამპის წვლილი სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ამასთან, დასძინა, რომ მანამ, სანამ რუსეთი სირიაში ჩავიდოდა, საერთაშორისო კოალიცია წლების განმავლობაში „ტკეპნიდა ერთ ადგილს“.

სირიაში რუსეთის ინტერესებზე

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა სირიაში პრაქტიკულად ყველა ამოცანა გადაჭრა.

მისი სიტყვებით, ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა რუსეთში არაბული რესპუბლიკიდან კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ბოევიკების შემოსვლის თავიდან აცილება. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საფრთხე ემუქრებოდა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-საც კი.

„ყველა საფრთხეშია, ამიტომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება“, – აღნიშნა მან. 

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ომზე, აშშ-სა და ტერორისტებზე: ბაშარ ასადმა წლების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა

პუტინის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში ტერორიზმთან ბრძოლა დაიწყო, ამ ქვეყნის ტერიტორიების 90% ბოევიკებისგან გათავისუფლდა. მან დასძინა, რომ ამ ტერიტორიებს ამჟამად სირიის ლეგიტიმური მთავრობა აკონტროლებს.

ზელენსკისთან ურთიერთობაზე

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მას „სრული კონტაქტი“ აქვს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ დონბასის შესახებ მოლაპარაკებისას საჭიროა რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

პრესკონფერენციაზე პუტინს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, „ნორმანდიული“ ფორმატით შეხვედრამდე გაიმართება თუ არა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის მოლაპარაკება, რისი ინიციატივითაც ყაზახეთის ექს-პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გამოვიდა. 

ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
ნაზარბაევის ინიციატივა: რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ყაზახეთში შეხვდებიან

„რაც შეეხება ნაზარბაევის ინიციატივას... იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, მის მიმართ დიდი სიმპათიითაა განწყობილი. ჩემთან ყოველთვის ამჟღავნებს თავის ასეთ დამოკიდებულებას. მაგრამ იგი ყოველთვის იმ აზრის იყო, რომ უკრაინამ ბედნიერება უნდა ეძებოს არა ცხრა მთას იქით, არამედ უნდა მოელაპარაკოს მეზობლებს“, – აღნიშნა მან.

პუტინმა დასძინა, რომ „ნორმანდიულ“ ფორმატამდე ზელენსკისთან შეხვედრაზე საუბარი არ არის. მისი სიტყვებით, „თუ შეხვედრა მაინც გაიმართება, მაშინ რა საჭიროა წრიალი და სირბილი მოუმზადებელ შეხვედრებზე“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ისიც და ზელენსკიც შედეგით არიან დაინტერესებული. 

უკრაინასთან გაზის საკითხზე მოლაპარაკებების თაობაზე

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, იმუშაოს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზეც, ამ ქვეყნისთვის აირის „რევერსულზე“ დაბალ ფასად მიწოდებაზეც. ასე რუსეთი შეძლებს შეამციროს პირდაპირი მიწოდების ფასი 25%-ით. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რევერსი ევროპიდან უკრაინაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0