ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

დასახელდა პრეპარატებისა და პროდუქტების მომაკვდინებელი შერწყმა: მეცნიერთა რეკომენდაცია

© Pixabay / jarmolukსამკურნალო აბები
სამკურნალო აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკური ფარმაკოლოგის თქმით, გრეიპფრუტის წვენისა და ქოლესტერინის დონის დამწევი წამლების ერთდროულად მიღებას პაციენტის სიკვდილიც კი გამოუწვევია.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გარკვეული პროდუქტები არ უნდა შედიოდეს ავადმყოფის რაციონში, რომელიც ამა თუ იმ მედიკამენტებს იღებს, აცხადებს რუსეთის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი, კლინიკური ფარმაკოლოგი ანდრეი კონდრახინი. 

წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო
აშშ-ში წნევის წამალი აიკრძალა: დაწყებულია პრეპარატის ამოღება

მისი თქმით, თუ პაციენტი იღებს, მაგალითად, ასპირინს ან იბუპროფენს, აუცილებლად უნდა ამოიღოს რაციონიდან ჟოლო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კენკრა ბუნებრივ სალიცილის მჟავას შეიცავს, აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მისი მიღება ხშირად იწვევს შინაგან სისხლდენას.

კონდრახინის თქმით, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც გრეიპფრუტის წვენისა და ქოლესტერინის დონის დამწევი წამლების ერთდროულად მიღებას პაციენტის სიკვდილიც კი გამოუწვევია. ამასთან, ექიმი ამბობს, რომ გრეიპფრუტის წვენი არც ერთ სხვა პრეპარატთან ერთად არ უნდა მივიღოთ, ვინაიდან ის ამუხრუჭებს იმ ფერმენტს, რომელიც პრეპარატის მოქმედი ნივთიერების დაშლაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, ორგანიზმში იწყება მავნე  ნივთიერებების დაგროვება, რაც ავადმყოფის მოწამვლას იწვევს. 

ექიმი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
დიაბეტის ცნობილ წამალს ახალი თვისება აღმოაჩნდა: კიდევ რას კურნავს ძველი პრეპარატი

გარდა ამისა, ფარმაკოლოგი ამბობს, რომ პრეპარატებით მკურნალობისას ავადმყოფმა რაციონიდან უნდა ამოიღოს რძეც, რომელიც დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. წამლებთან ურთიერთქმედების დროს რძე შეიძლება მარილების სახით უხსნად ნალექად დაილექოს და ხელი შეუშალოს პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ორგანიზმში შეღწევას. ანდრეი კონდრახინის განმარტებით, განსაკუთრებით მიუღებელია რძისა და ანტიბიოტიკების ერთდროულად მიღება.

ფარმაკოლოგი გვაფრთხილებს, რომ: ისპანახი, ბროკოლი და სალათის ფურცლები ძალიან ცუდი საკვებია მაშინ, როდესაც ავადმყოფი სისხლის გამათხელებელს (მაგალითად, ვარფარინს) სვამს; ძახველი, მარწყვი და ჭარხალი მნიშვნელოვნად აძლიერებს არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების მოქმედებას; ხოლო ყველს ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად ჰიპერტონული კრიზისა და კრუნჩხვების გამოწვევა შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0