თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ამერიკელი კარდიოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი „ემპაგლიფლოზინი“ ასევე ეფექტურია გულის უკმარისობის შემთხვევაში, იუწყება სამეცნიერო გამოცემა Scince Daily.
სპეციალისტების თქმით, პრეპარატი, რომლის დანიშნულებაც სისხლში შაქრის დონის შემცირებაა, ასევე აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგად მდგომარეობას.
ცნობილი ფაქტია, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს ხშირად უვითარდებათ გულის უკმარისობა. მაგრამ, როგორც დაკვირვებამ აჩვენა, იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ „ემპაგლიფლოზინს“ იღებენ, გულის უკმარისობის განვითარების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
გახდომის იდეალური მეთოდი დიაბეტით დაავადებულებისთვის: მეცნიერული კვლევა
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა თავიანთი ვარაუდი ექსპერიმენტის მეშვეობით დააზუსტეს, რომელიც ღორებზე ჩაატარეს. გულის უკმარისობით დაავადებული 14 ღორიდან პირველ ნახევარს „ემპაგლიფლოზინით“ მკურნალობდნენ, მეორე ნახევარს კი პლაცებოს აძლევდნენ. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში შემავალი ცხოველების გულის კუნთის მუშაობა ბევრად გაუმჯობესდა.
სენსაციური აღმოჩენა: დიდი რაოდენობით ვიტამინი D მეორე ტიპის დიაბეტს კურნავს