ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

კიევის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიკირილ ვიშინსკი პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტში
კირილ ვიშინსკი პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. კიევის სააპელაციო სასამართლომ РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი საპატიმროდან გაათავისუფლა და ის დაავალდებულა, პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში ან გამომძიებელთან.

ვიშინსკის ციხეში უკვე 400 დღე აქვს გატარებული. მისთვის ინკრიმინირებულ მუხლებზე სასამართლო ჯერ კიდევ წინაა.  

კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ ჟურნალისტ ვიშინსკის პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

ჟურნალისტმა ბრალდებას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ РИА Новости Украина-ს მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურს მის მიმართ არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. 

ვიშინსკის თქმით, ის სრულიად უდანაშაულოა და ამიტომ მოითხოვს არა შეწყალებას, არამედ სამართლიან სასამართლოს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და პრესის მუშაკებზე დევნის შეწყვეტა მოითხოვა. 

ჟურნალისტის დაკავების მომენტიდან დღემდე მის დასაცავად განცხადებები გააკეთეს როგორც მისმა თანამემამულე, ისე უცხოელმა კოლეგებმა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე 250-მა ჟურნალისტმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიშინსკის გათავისუფლების მოწოდებით.

გარდა ამისა, მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან არაერთხელ გაიმართა ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია.

ამასთან, მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კიევის ნაბიჯებზე კირილ ვიშინსკის მიმართ და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი. 

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა ვიშინსკისთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყანა ვალდებულია შეუქმნას ჟურნალისტებს პირობები საიმისოდ, რომ მას ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მასმედიის მუშაობაში ჩაურევლობა.

გარდა ამისა, გრემინგერმა აღნიშნა, რომ ეუთო ეწინააღმდეგება ჟურნალისტების დევნას მათი პროფესიული საქმიანობის გამო და მხარს უჭერს ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის, მათ შორის ვიშინსკის გათავისუფლებას.

ყველა ახალი ამბავი
0