მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიევის სასამართლომ ჟურნალისტ ვიშინსკის პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკირილ ვიშინსკი
კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსალოდნელი უწოდა და შეაფასა არა როგორც იურიდიული აქტი, არამედ როგორც პოლიტიკური.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ დღეს კიდევ ორი თვით, 19 სექტემბრამდე გაუგრძელა პატიმრობა პორტალ РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელ კირილ ვიშინსკის.

ადვოკატები ჟურნალისტის გათავისუფლებას პირადი გარანტიით მოითხოვდნენ. დაცვის მხარე აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფლების აღკვეთის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. 

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი

რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსალოდნელი უწოდა და შეაფასა არა როგორც იურიდიული აქტი, არამედ როგორც პოლიტიკური.

ვიშინსკის საქმე

კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტმა ბრალდებას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ РИА Новости Украина-ს მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურს მის მიმართა არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. 

ვიშინსკის თქმით, ის სრულიად უდანაშაულოა და ამიტომ მოითხოვს არა შეწყალებას, არამედ სამართლიან სასამართლოს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და პრესის მუშაკებზე დევნის შეწყვეტა მოითხოვა. 

მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
სიმონიანმა უკრაინის პრეზიდენტს მის მშობლიურ ენაზე მიმართა: გაათავისუფლეთ ვიშინსკი

ჟურნალისტის დაკავების მომენტიდან დღემდე მის დასაცავად განცხადებები გააკეთეს როგორც მისმა თანამემამულე, ისე უცხოელმა კოლეგებმა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე 250-მა ჟურნალისტმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიშინსკის გათავისუფლების მოწოდებით.

გარდა ამისა, მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან არაერთხელ გაიმართა ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია.

ამასთან, მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კიევის ნაბიჯებზე კირილ ვიშინსკის მიმართ და მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი. 

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა ვიშინსკისთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყანა ვალდებულია შეუქმნას ჟურნალისტებს პირობები საიმისოდ, რომ მას ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მასმედიის მუშაობაში ჩაურევლობა.

გარდა ამისა, გრემინგერმა აღნიშნა, რომ ეუთო ეწინააღმდეგება ჟურნალისტების დევნას მათი პროფესიული საქმიანობის გამო და მხარს უჭერს ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის, მათ შორის ვიშინსკის გათავისუფლებას.

ყველა ახალი ამბავი
0