13:06 08 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1922)
229 0 0

ბოლო მონაცემებით, ტოსკანაში მომხდარი ავარიის შედეგად ავტობუსის 33 მგზავრი დაშავდა

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა და ტოსკანაში გადაბრუნდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა: დაშავებულებს შორის ქართველებიც არიან >>

იტალიაში რუსეთის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ავარიაში დაიღუპა ერთი ქალი, 33 მგზავრი დაშავდა. დაჭრილებს შორის რუსეთის 19 მოქალაქეა, იუწყება РИА Новости.

ДТП с туристическим автобусом в Италии
photo: courtesy of National Fire Corps of Italy
იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა

ჰოსპიტალში მსუბუქი ტრავმებით მოათავსეს რუსეთის 12 მოქალაქე და სომხეთის 2 მოქალაქე.

ავტობუსში ასევე უკრაინის და მოლდოვის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (1922)

მთავარი თემები