მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედია: საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოყვა

© photo: courtesy of National Fire Corps of Italy  / გადასვლა მედიაბანკშიიტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა
იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ტოსკანაში მომხდარი ავარიის შედეგად ავტობუსის 33 მგზავრი დაშავდა

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა და ტოსკანაში გადაბრუნდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა: დაშავებულებს შორის ქართველებიც არიან >>

იტალიაში რუსეთის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ავარიაში დაიღუპა ერთი ქალი, 33 მგზავრი დაშავდა. დაჭრილებს შორის რუსეთის 19 მოქალაქეა, იუწყება РИА Новости.

© photo: courtesy of National Fire Corps of Italy / გადასვლა მედიაბანკშიიტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა
მედია: საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოყვა - Sputnik საქართველო
იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა

ჰოსპიტალში მსუბუქი ტრავმებით მოათავსეს რუსეთის 12 მოქალაქე და სომხეთის 2 მოქალაქე.

ავტობუსში ასევე უკრაინის და მოლდოვის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0