15:31 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები: პოროშენკომ დამარცხება აღიარა

© Sputnik / STRINGER
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (331)
146 0 0

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დაკავებულ პოსტს შემდეგ თვეში დატოვებს

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ეგზიტპოლების მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი არჩევნების მეორე ტურში იგებს.

ეროვნული ეგზიტპოლის - exit poll-2019-ის მონაცემებით, 18:00 საათის მდგომარეობით, ზელენსკის აქვს ხმების 73,2%, პოროშენკოს - 25,3.

ტელეარხ „1+1"-ის exit poll-ის მონაცემების მიხედვით, ზელენსკის აქვს ხმების 72,7%, პოროშენკოს - 27,3%.

„112 უკრაინას“ exit poll-ის მონაცემების მიხედვით, ზელენსკის აქვს ხმების 73,7%, პოროშენკოს - 26,3%.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დაკავებულ პოსტს შემდეგ თვეში დატოვებს და ამ ფაქტს იღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არასდროს არ დანებდე, მესმის მე და ახლა, როდესაც ეგზიტპოლების ამ შედეგებს ვხედავ, რომელიც ცხადია და მაძლებს იმის მიზეზს, რომ დავურეკო ჩემს ოპონენტს და მივულოცო მას გამარჯვება“, - განაცხადა მან.

„გპირდებით, რომ არასდროს არ გაგიცრუებთ იმედს“, - განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც შტაბიდან მოსახლეობას პირდაპირი ტრანსლაციისას მიმართა.

„როგორც კი ვლადიმირ ზელენსკის რეიტინგმა ზრდა დაიწყო , მისი გამარჯვების პროგნოზი ცხადი გახდა“, - განაცხადა უმაღლესი რადის ექს-დეპუტატმა ოლეგ ცარევმა ინტერაქტიური მულტიმედიური საინფორმაციო მარათონზე „არჩევნების ღამე უკრაინაში“, რომელსაც პორტალი Украина.ру გადმოსცემს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში კვირას გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პირველი ტურის ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ.

არჩევნებზე დამკვირვებლებს შორის არ არიან რუსეთის მოქალაქეები. მოსკოვი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე რუსეთის დამკვირვებლების დაშვებაზე კიევის უარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას და ასევე არჩევნების შედეგების აღიარებას.

გარდა ამისა, რუსეთში საარჩევნო უბნების დაკეტვისა და ასევე დონბასში არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო უკრაინის 7-10 მილიონმა მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.

უკრაინის შსს-ში და ცესკო-ში იუწყებოდნენ, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მასობრივი დარღვევები, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ. პოლიციამ 19:00 საათისათვის მიიღო 1167 შეტყობინება დარღვევების შესახებ, აღძრულია 15 სისხლის სამართლის საქმე.

ხმების დათვლის დეტალები იხილეთ ვებგვერდზე ukraina.ru >>

თემები:
მსოფლიო დღეს (331)

მთავარი თემები