თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველა ოლქის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45,26% შეადგინა, იუწყება პორტალი ukraina.ru უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
კონკრეტული რეგიონების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, უფრო მეტად აქტიურია სამხრეთ-აღმოსავლეთის ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ზაპოროჟსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში (50,8% და 50,9% შესაბამისად).
პირველი ტურის მსგავსად, ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა დასავლეთ უკრაინაში, კერძოდ საკარპატიესა და ბუკოვინაში (29,64% და 34,93% შესაბამისად).