15:32 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობა 50%-ს უახლოვდება

© photo: Sputnik / Stringer
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (331)
105 0 0

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ხმის მიცემის პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე დასავლეთ ოლქებში

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველა ოლქის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45,26% შეადგინა, იუწყება პორტალი ukraina.ru უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

კონკრეტული რეგიონების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, უფრო მეტად აქტიურია სამხრეთ-აღმოსავლეთის ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ზაპოროჟსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში (50,8% და 50,9% შესაბამისად).

პირველი ტურის მსგავსად, ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა დასავლეთ უკრაინაში, კერძოდ საკარპატიესა და ბუკოვინაში (29,64% და 34,93% შესაბამისად).

არჩევნების ღამე ukraina.ru >>

თემები:
მსოფლიო დღეს (331)

მთავარი თემები