00:03 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პოლიციამ გადაკეტა სროლის ადგილი კალიფორნიაში

სროლა კალიფორნიის სკოლაში: სამი ადამიანი დაიღუპა

© Ruptly.
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (290)
16 0 0

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ კალიფორნიაში მომხდარი სროლის შედეგად, დაჭრილთა შორის ბავშვებია, იუწყება Associated Press

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. კალიფორნიაში დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე უცნობმა სროლა ატეხა, შემდეგ პოლიციამ მისი ლიკვიდირება შეძლო, იუწყება РИА Новости ტელეარხ KCRA-ზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მსროლელი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეარხი შერიფის თანაშემწე ფილ ჯონსტონზე დაყრდნობით.

ინციდენტი სამშაბათ დილით ტეხამას ოლქში მოხდა. "ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიე მოსწავლის ტრანსპორტირება ვერტმფრენით მოხდა", — განაცხადა ჯონსტონმა.

ტელეარხის მონაცემებით, მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პოლიცია სკოლის შენობასა და მის გარეთა ტერიტორიას ათვალიერებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (290)

მთავარი თემები