თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. კალიფორნიაში დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე უცნობმა სროლა ატეხა, შემდეგ პოლიციამ მისი ლიკვიდირება შეძლო, იუწყება РИА Новости ტელეარხ KCRA-ზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მსროლელი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეარხი შერიფის თანაშემწე ფილ ჯონსტონზე დაყრდნობით.
ინციდენტი სამშაბათ დილით ტეხამას ოლქში მოხდა. "ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიე მოსწავლის ტრანსპორტირება ვერტმფრენით მოხდა", — განაცხადა ჯონსტონმა.
ტელეარხის მონაცემებით, მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პოლიცია სკოლის შენობასა და მის გარეთა ტერიტორიას ათვალიერებს.